📚 ონლაინ კურსი 2-7 წლის ბავშვების მშობლებისთვის

სტარტერ პაკეტი მშობლებისთვის

პრაქტიკული ტექნიკები ტანტრუმების, საზღვრების და ემოციების მართვისთვის — რაც ნამდვილად მუშაობს ყოველდღიურ სიტუაციებში

🧠

მშობლობის რესურსის დიაგნოსტიკა

გაიგე სად ხარ ახლა და რა დაგეხმარება

⏱️ 3 წუთი 📋 10 კითხვა 🆓 უფასო
კითხვა 1 / 10

ეს კურსი ამ ეტაპზე თქვენთვის არ არის

ალტერნატივა: თუ გსურთ ინდივიდუალური კონსულტაცია, დამიკავშირდით პირადად.
დაკავშირება

დიაგნოსტიკა დასრულდა!

დააჭირე ღილაკს შედეგების სანახავად

--
ქულა 24-დან
0-6 ქულა

მწვანე ზონა: „ინტუიციური მშობლობა"

შინაგანი ხმა:
„ხანდახან მეშინია, რომ რაღაც გამომრჩება, მაგრამ ძირითადად ვგრძნობ, რა სჭირდება ჩემს შვილს."
ანალიზი: შენი პასუხები აჩვენებს, რომ შენი „შიდა კომპასი" გამართულად მუშაობს. შენ ახერხებ იყო ბავშვისთვის ავტორიტეტიც და მეგობარიც ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო. ეს უდიდესი იშვიათობაა.
თქვენი არჩევანი:
ასე გააგრძელე: შენ შესანიშნავად ართმევ თავს, ენდე შენს ინტუიციას.
თეორიული გამყარება: თუ მაინცდამაინც გაინტერესებს იცოდე „რატომ" მუშაობს შენი მეთოდები, შეგიძლია გადახედო კურსის პირველ მოდულს.
დავმეგობრდეთ: თვალი ადევნეთ ჩემს სოციალურ ქსელებს უფასო რჩევებისთვის
7-15 ქულა

ყვითელი ზონა: „ამერიკული მთები"

შინაგანი ხმა:
„ვიცი, რომ არ უნდა დავუთმო, მაგრამ ისე დავიღალე, რომ მირჩევნია გაჩუმდეს და ყველაფერი მივცე... მერე კი ამის გამო საკუთარ თავზე ვბრაზდები."
ანალიზი: შენ ახლა იმ ეტაპზე ხარ, როცა ცოდნა გაქვს, მაგრამ ენერგია არ გყოფნის მის გამოსაყენებლად. შენი დღეები ხშირად „მოულოდნელობებისგან" შედგება. ეს არათანმიმდევრულობა ბავშვსაც აბნევს და შენც გფიტავს.
შენი არჩევანი:
დაკვირვება: სცადე ერთი კვირა მხოლოდ საზღვრებზე იმუშაო და ნახო შედეგი.
სისტემის შექმნა: თუ გსურთ, რომ ეს „რბოლა" დასრულდეს, ეს კურსი შეიძლება დაგეხმაროს მნიშვნელოვან გააზრებებში და მარტივი ალგორითმების ჩამოყალიბებაში.
ინდივიდუალური გზა: შეგიძლია დაიწყო მხოლოდ ბაზისური პაკეტით ზოგადი წარმოდგენა რომ შეიქმნა ან ფოკუსირებულად ეძებო ინფორმაცია კონკრეტულ საჭიროებებზე (მაგ.: ტანტრუმი, ყურადღების მიქცევა და ა.შ.).
16-24 ქულა

წითელი ზონა: „გადარჩენის რეჟიმი"

შინაგანი ხმა:
„ხანდახან მგონია, რომ საკუთარი შვილისგან დასვენება მინდა და არ მომწონს ეს აზრი. თითქოს ჩემს შვილსაც არ უხარია ჩემთან ყოფნა… სულ ასე უნდა გაგრძელდეს?"
ანალიზი: პირველ რიგში, მინდა გითხრა — წარმომიდგენია შენ მდგომარეობაში ყოფნა რა რთული შეიძლება იყოს. ეს მდგომარეობა არ არის „უუნარობა", ეს არის უკიდურესი გადაღლა. როცა რესურსი ნულზეა, ნებისმიერი მეთოდიკა უსარგებლოა. შენ ახლა არა „სწავლება", არამედ „გადარჩენის გეგმა" გჭირდება, რომ პირველ რიგში დაიბრუნო სიმშვიდე.
შენი არჩევანი:
აღიარება: დღესვე მიეცი საკუთარ თავს უფლება, იყო „არასრულყოფილი". ეს უკვე დიდი ნაბიჯია.
ნაბიჯ-ნაბიჯ გამოსვლა: კურსის აღების შემთხვევაში კარგი იქნება შეკითხვების დასმის საშუალებაც გქონდეს, იდეალური იქნება თუ სესიაზეც ჩაეწერები. გადახედე აბა პროგრამას, იქნებ ეს ისაა, რასაც ეძებდი.
უფასო რესურსი: თუ ახლა ინვესტიციისთვის მზად არ ხარ, ნახე ჩემი უფასო ვიდეოები სოც ქსელებში ან დამიკომენტარე და ვეცდები დროულად გიპასუხო

📧 გინდა შედეგები მეილზე?

გამოგიგზავნი შენს შედეგებს და რეკომენდაციებს

რა არის კურსში?

40-მდე ვიდეო გაკვეთილი. 6 თემატური ბლოკი.

თითოეული ვიდეო 3-5 წუთია — უყურებ, იაზრებ, იყენებ.

📁 🧠 შენ, როგორც მშობელი 6 ვიდეო
"დაღლილი ვარ... გამოვიფიტე. ზოგჯერ მინდა 5 წუთით გავქრე."
გახსნა →
📁 🚧 საზღვრები და მოლოდინები 7 ვიდეო
"ათჯერ ვუთხარი არა. მაინც თავისი გააკეთა. ჩემი ხმა საერთოდ არ ესმის."
გახსნა →
📁 💬 კომუნიკაცია და კავშირი 8 ვიდეო
"ვეუბნები და არ მისმენს. თითქოს კედელს ველაპარაკები."
გახსნა →
📁 😤 რთული მომენტები 4 ვიდეო
"მაღაზიაში იატაკზე წვება და ყვირის. ყველა მიყურებს. მინდა მიწა გამისკდეს."
გახსნა →
📁 🌱 დამოუკიდებლობა და განვითარება 10 ვიდეო
"ყველაფრის მის მაგივრად გაკეთება მიწევს. სად მაქვს იმდენი დრო..."
გახსნა →
📁 📱 ეკრანები და გარემო 3 ვიდეო
"თუ ტელეფონს არ მივცემ, ისე ვერ ვაჭმევ. წავართვი — აფეთქება იწყება."
გახსნა →
📂

🔒 შეიძინე კურსი წვდომისთვის

ნახე პაკეტები

რას ამბობენ მშობლები კომენტარებში

კომენტარი 1
კომენტარი 2
კომენტარი 3
კომენტარი 4
კომენტარი 5
კომენტარი 6
კომენტარი 7
კომენტარი 8
კომენტარი 9
კომენტარი 10
კომენტარი 11
კომენტარი 12
კომენტარი 13
კომენტარი 14
კომენტარი 15
კომენტარი 16
კომენტარი 17
კომენტარი 18
კომენტარი 19
კომენტარი 20
კომენტარი 21
კომენტარი 22
კომენტარი 23
კომენტარი 24
კომენტარი 25
კომენტარი 26
კომენტარი 27
კომენტარი 28
ნიკა გაბლიშვილი

ნიკა გაბლიშვილი

ფსიქოლოგ-ტრენერი • მშობელი

მე ვარ ფსიქოლოგი, ტრენერი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — მშობელი. ეს კურსი არ არის თეორიული ლექციების კრებული. ეს არის ის, რაც თავად გამოვცადე, რაც ნამდვილად მუშაობს, და რაც მარტივ ენაზეა ახსნილი — არა ფსიქოლოგიური ტერმინებით, არამედ ისე, როგორც მეგობარს მოვუყვებოდი.

აირჩიე შენთვის შესაფერისი პაკეტი

კურსი ხელმისაწვდომია 3 ფორმატით — შენი საჭიროებისა და ბიუჯეტის შესაბამისად

სტანდარტი

„დამოუკიდებელი სწავლა"

149₾
  • სრული ვიდეო კურსი (40 ვიდეო)
  • PDF სამუშაო მასალები
  • 3 თვიანი წვდომა
არჩევა
👑 მაქსიმალური შედეგი

VIP

„პერსონალური"

550₾
  • სრული ვიდეო კურსი (40 ვიდეო)
  • PDF სამუშაო მასალები
  • 1 წლიანი წვდომა
  • 2 Q&A სესია Zoom-ზე
  • 2 ინდივიდუალური სესია ნიკასთან
  • პრიორიტეტული მხარდაჭერა Telegram-ში
არჩევა

ხშირად დასმული კითხვები

📦 რა ფორმატშია კურსი?

40 ვიდეო ლექცია (თითოეული 3-5 წუთი, ჯამში ~4 საათი) + PDF სამუშაო მასალები.

👶 რა ასაკის ბავშვებისთვისაა?

2-დან 7 წლამდე. ეს ასაკია კრიტიკული საზღვრების ჩამოყალიბებისთვის.

📚 რა თემებს მოიცავს?

ტანტრუმების მართვა, საზღვრების დაწესება, ეფექტური კომუნიკაცია, ეკრანებთან დაკავშირებული სირთულეები, მშობლის თვითდადანაშაულების დაძლევა და უამრავი სხვა საკითხი.

🔐 რამდენ ხანს მექნება წვდომა?

სტანდარტი — 3 თვე, ოპტიმალური — 6 თვე, VIP — 1 წელი.

⏰ რატომ ვარ დროში შეზღუდული?

ჩემი მიზანია, რომ კურსი გაიარო და არამარტო გაიარო, არამედ გამოიყენო კიდეც. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ე.წ. სამუდამო წვდომის შემთხვევაში (lifetime access) კურსს ბოლომდე თითქმის არავინ გადის ⏳

⌛ წვდომა რომ ამოიწურება?

თუ ვერ მოასწრებ გავლას, დამიკავშირდი და ოპტიმალურ ვარიანტზე მოვილაპარაკებთ.

📱 ტელეფონიდან შემიძლია ყურება?

კი, ნებისმიერი მოწყობილობიდან, მთავარია ინტერნეტი გქონდეს.

💳 როგორ გადავიხადო?

ნებისმიერი საბანკო ბარათით. საიტზე TBC და BOG-ის ღილაკებია, რომელიც გინდა გამოიყენე.

📧 როგორ მივიღო წვდომა გადახდის შემდეგ?

გადახდისას კომენტარში მიუთითე მეილი, სადაც გსურს კურსის ბმულის მიღება. გადახდის დადასტურების შემდეგ, მაქსიმუმ 24 საათში (როგორც წესი, გაცილებით სწრაფად) მიიღებ კურსზე წვდომის ლინკს მეილზე.

შეფერხება შეგექმნა? მომწერე: Telegram ან მეილი

💸 შემიძლია თანხის დაბრუნება?

კი, და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა. წვდომის ვადის ამოწურვამდე ნებისმიერ დროს, უბრალოდ დამიკავშირდი, მომიყევი რატომ ვერ გაამართლა შენი მოლოდინები და სრულად დაგიბრუნდება შენ მიერ გადახდილი თანხა.

💬 შემიძლია კითხვების დასმა?

სტანდარტში — TikTok-ზე კომენტარებში. ოპტიმალურსა და VIP-ში — Telegram-ში პირადად.

🎥 Q&A სესიები როგორ მიმდინარეობს?

Zoom-ით, კურსის განმავლობაში 2-ჯერ. თარიღები წინასწარ გეცოდინება.

⭐ პრიორიტეტული მხარდაჭერა რას ნიშნავს?

შეკითხვებზე პასუხს პირველები მიიღებ + ინდივიდუალური სესიების დრო და ფორმატი შენ აირჩევ.

🤨 და მაინც, შენ ვინ ხარ ჭკუას რომ მასწავლი? დიპლომი მაინც თუ გაქვს?

მე ვარ ნიკა გაბლიშვილი, ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი, დოქტორანტი. ამჟამად ვმუშაობ ფსიქოლოგ-ტრენერად და რაც მთავარია სრულ განაკვეთზე დასაქმებული ვარ როგორც მშობელი 👨‍👧 10+ წელია ვატარებ ტრენინგებს, და 4 წელზე მეტია ჩემი შვილი მასწავლის მასთან მოქცევას.

თუ გინდა პრაქტიკული კურსი, რეალური გამოცდილებიდან, აკადემიური ცოდნით გამყარებული — სწორ ადგილას ხარ. თუ არა — მაინც გამომიწერე TikTok-ზე, უფასოა 😄

გადახდა

აირჩიე შენთვის მოხერხებული ბანკი

გადახდა TBC-ით →
ან პირდაპირ დააკოპირეთ ანგარიშის ნომერი:
GE23TB7256945061100040
გადახდა BOG-ით →
ან პირდაპირ დააკოპირეთ ანგარიშის ნომერი:
GE06BG0000000538906027
📱 როგორ მივიღო წვდომა:

გადახდისას კომენტარში მიუთითე მეილი, სადაც გსურს კურსის ბმულის მიღება.

გადახდის დადასტურების შემდეგ, მაქსიმუმ 24 საათში (როგორც წესი, გაცილებით სწრაფად) მიიღებ კურსზე წვდომის ლინკს მეილზე.

შეფერხება შეგექმნა? მომწერე: Telegram ან მეილი

⚠️ არ დაგავიწყდეს!

გადახდისას კომენტარში აუცილებლად მიუთითე შენი ელ-ფოსტა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებ წვდომას კურსზე.